ვებ-გვერდი geoship.ge (“პლატფორმა”) ეკუთვნის და იმართება შპს “ ჯეოცენტრალ”-ის(ს/ნ 415117368 , საქართველო , ქ.ფოთი, ხობის ქუჩა N20/3) მიერ.წინამდებარე წესები და პირობები (შეთანხმება) ვრცელდება მხოლოდ ამ პლატფორმაზე და მასში შემავალ სერვისებზე (ერთობლივად ჩვენი „მომსახურებები“).წინამდებარე წესები და პირობები არის იურიდიული ძალის მქონე სავალდებულო შეთანხმება , თქვენსა და ჯეოშიპს შორის, რომელიც არეგულირებს თქვენს მიერ პლატფორმისა და ჩვენი სერვისების გამოყენებას.
პლატფორმაზე თქვენი ანგრიშის შექმნით ან პლატფორმის გამოყენებით, თქვენ ეთანხმებით წესებსა და პირობებს შეზღუდვისა და ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე.
თუ წესებსა და პირობებს არ ეთანხმებით, გთხოვთ, შეწყვიტოთ ამ პლატფორმის გამოყენება ან მოგვწეროთ თქვენთვის ინდივიდუალური შეთანხმების გაფორმების თხოვნით. ინდივიდუალური ხელშეკრულების გაფორმება დამოკიდებული იქნება მხარეთა სამომავლო შეთანხმებაზე.
რა არის Geoship.ge?
Geoship.ge აკავშირებს პირს , რომელსაც სურს გადაზიდოს ტვირთი („დამკვეთი“) პირთან , რომელსაც სურს აღნიშნული ტვირთის გადაზიდვა („გადამზიდი“). პლატფორმა მოქმედებს მხოლოდ , როგორც შეხვედრის ადგილი და დამაკავშირებელი პლატფორმა დამკვეთსა და გადამზიდს შორის.
როდესაც ჩვენ ვიყენებთ სიტყვას „თქვენ“ წინამდებარე პირობებში , ეს ეხება ნებისმიერ მომხმარებელს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ის დამკვეთი,გადამზიდი,სხვა რეგისტრირებული თუ არარეგისტრირებული მომხმარებელი , ხოლო თუ ჩვენ ვიყენებთ რომელიმე კონკრეტულ ტექმინს, ეს ეხება მხოლოდ მომხმარებლის ამ კატეგორიას.
Geoship.ge არის დამკვეთებისა და გადამზიდების დამაკავშირებელი პლატფორმა და არ არის პასუხისმგებელი ტვირთის , ხარისხზე ,ფაქტობრივ და უფლებრივ მდგომარეობააზე ან ტვირთის შესახებ არსებულ ნებისმიერ ინფორმაციაზე. ტვირთის შესახებ ინფორმაციას დამკვეთი საკუთარი პასუხისმგებლობით ათავსებს პლატფორმაზე.
Geoship.ge არ არის უფლებამოსილი და პასუხისმგებელი გადაამოწმოს განთავსებული ინფორმაციის სისწორე.
კონფიდენციალურობა
ჩვენ გამოვიყენებთ და გავაზიარებთ პერსონალურ ინფორმაციას, რათა დავაკავშიროთ გადამზიდები დამკვეთებთან, ასევე ჩვენს სერვის პროვაიდერებთან, რომლებიც ხელს უწყობენ ქვემოთ ჩამოთვლილ სერვისებს. ჩვენი კონფიდენციალურობის პრაქტიკის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, გადახედოთ ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
გამოყენების პირობების შეცვლა
Geoship.ge იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს განაახლოს, შეცვალოს, ან გადახედოს წინამდებარე წესებსა და პირობებს.ნებისმიერი ცვლილება ძალაში შევა პლატფორმაზე გამოქვეყნებისთანავე.პლატფორმაზე მითითებული იქნება ბოლო განახლების თარიღი.
თქვენ ვალდებული ხართ პლატფორმის გამოყენებისას ყოველ ჯერზე გადაამოწმოთ წესებისა და პირობების ბოლო განახლების თარიღი და ცვლილების შემთხვევაში გაეცნოთ მას. თქვენს მიერ პლატფორმის გამოყენება წესებსა და პირობებში ცვლილებების შეტანის შემდეგ წარმოადგენს თქვენს მიერ შეცვლილი პირობების მიღებას.
უფლებამოსილება
პლატფორმა და ჩვენს მიერ შემოთავაზებული სერვისები არ არის განკუთვნილი არასრულწლოვანთათვის.პლატფორმაზე ან/და სერვისებზე წვდომით ან გამოყენებით ,თქვენ აცხადებთ , რომ გაქვთ უფლებამოსილება დადოთ წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული თქვენი ვალდებულებები.
Geoship.ge არ აწარმოებს, ყიდის , ყიდულობს , ინახავს, ამზადებს, ამუშავებს ან ფუთავს ტვირთს. Geoship.ge არ არის პასუხისმგებელი მომხმარებლის მიმართ ტვირთთან დაკავშირებით სასხელშეკრულებო ვალდებულებების შესრულებაზე , მათ შორის ტვირთის გაყიდვაზე,შეძენაზე, შენახვაზე, მომზადებაზე ,დამუშავებაზე , მარკირებაზე, მიწოდებაზე ან ხარისხზე.
მომხმარებლის ანგარიში
თქვენ უნდა დაარეგისტრიროთ თქვენი ანგარიში პლატფორმაზე, რომ მიიღოთ წვდომა ჩვენს ნებისმიერ სერვისზე.ანგარიშის დარეგისტრირებისას თქვენ უნდა განათავსოთ ზუსტი და სრული ინფორმაცია და დროულად განაახლოთ ეს ინფორმაცია, თუ იგი შეიცვლება.თქვენ პასუხისმგებელი ხართ თქვენს ანგარიშზე განხორციელებულ ნებისმიერ აქტივობაზე და დაუყონებლივ უნდა შეგვატყობინოთ,თუ აღმოაჩენთ ან ეჭვი გეპარებათ,რომ სხვა პირმა თქვენს ანგარიშზე წვდომა თქვენი ნებართვის გარეშე მოიპოვა.თუ ნებას რთავთ სხვა პირებს გამოიყენონ თქვენი ანგარიში, თქვენ პასუხისმგებელი ხართ ამ უკანასკნელი პირების ქმედებებზე.თქვენ აცნობიერებთ და ეთანხმებით,რომ მესამე მხარეს , რომლისთვისაც ხელმისაწვდომი გახდება თქვენი ანგარიშის გამოყენება ,ვიდრე geoship-ს ეცნობება აღნიშნულის შესახებ და მიეცემა გონივრული ვადა ანგარიშის დასაბლოკად ,ექნება ანგარიშზე წვდომა და თქვენი სახელით შეძლებს ვალდებულებების აღებას.თუ პლატფორმაზე მოქმედებების განხორციელება ხდება თქვენი პროფილის გამოყენებით, ჩაითვლება, რომ შესაბამის ქმედებებს ახორციელებთ თავად თქვენ და თქვენ კისრულობთ ვალდებულებებს.პლატფორმის გამოყენებასთან დაკავშირებით გარკვეული მონაცემები – პოტენციურად ასევე პერსონალური მონაცემები -მომხმარებლის დეტალებისა და თქვენი პროფილის სურათის ჩათვლით, შეგროვდება , რათა მოხდეს პლატფორმის ფუნქციების თქვენთვის და სხვა მომხმარებლებისთვის მიწოდება.ამ მიზნებისთვის , ასეთი მონაცემები შეიძლება ასევე გადაეცეს მესამე მხარეებს, რომლებიც ჩართულნი არიან პლატფორმის მომსახურებაში.გთხოვთ იხილოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკა , თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის.
თქვენ წარმოადგენთ და იძლევით გარანტიას,რომ :
- მომხმარებლის დეტალები, რომლებიც მოწოდებული გაქვთ, არის მართებული.
- თუ ეს შესაძლებელია, თქვენ მიერ მოწოდებული პროფილის სურათი ასახავს მხოლოდ საკუთარ თავს(კომპანიის შემთხვევაში კომპანიის ლოგოს)და არა სხვებს.
- თვენ არ არღვევთ კონფიდენციალურობის ნებისმიერ უფლებას მომხმარებლის დეტალებისა და პროფილის სურათის მოწოდებით და გამოყენებით.
- ხართ 18 წლის და გაგაჩნიათ სადებეტო ,საკრედიტო ბარათი ან სხვა გადახდის საშუალება ,რომელიც ხელმისაწვდომია პლატფორმაზე გადახდისთვის .
- 5.არ გამოიყენებთ პლატფორმას არაკანონიერი მიზნებისთვის , მათ შორის თაღლითობის ან/და ფულის გათეთრებისთვის.
თქვენ ანიჭებთ geoship-ს უფლებას გამოიყენოს თქვენი მომხმარებლის დეტალები და პროფილის სურათი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)თქვენი მომხმარებლის პროფილის პრეზენტაციასთან დაკავშირებით , რომელიც თქვენ აღიარებთ, რომ ხილულია სხვა მომხმარებლებისთვის და გადასცეს თვენი მომხმარებლის დეტალები და პროფილის სურათი სხვა სუბიექტებს,რომლებიც ჩართული არიან პლატფორმის მომსახურებაში.
პლატფორმაზე ანგარიშის შექმნით თქვენ ეთანხმებით,რომ მიიღოთ ყველა შესაბამისი ინფორმაცია ქართულ ან ინგლისურ ენაზე. გარდა ამისა ,თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია სერვისების განსახორციელებლად, ინახება geoship-ის მიერ ,geoship-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად.
გარდა ამისა, პლატფორმაზე ანგარიშის შექმნით თქვენ ეთანხმებით, მიიღოთ ელექტრონული წერილები და ტექსტური შეტყობინებები პლატფორმის მიერ შემოთავაზებულ სერვისებთან დაკავშირებით.
პლატფორმის გამოყენება გაშვებიდან (თარიღი: 15.06.2024) 2 თვის შემდეგ ფასიანია .თუ გადაწყვეტთ ფასიანი სერვისების გამოყენებას, თქვენ ეთანხმებით ქვემოთ ჩამოთვლილ პირობებს, რადგან ჩვენ შეიძლება დროდადრო შევცვალოთ ისინი.
ჩვენ ვიტოვებთ უფლებას მომავალში გარკვეული ან ყველა სერვისის ღირებულება შევცვალოთ.ჩვენ შეგატყობინებთ, სანამ რომელიმე სერვისის ღირებულება , რომელსაც თქვენ იყენებთ,შეიცვლება.
ყველა ინფორმაცია რომელსაც თქვენ მიაწვდით გადაზიდვასთან დაკავშირებით, უნდა იყოს ზუსტი, სრული და ნამდვილი. თქვენ თანახმა ხართ გადაიხადოთ ყველა გადასახადი, რომელიც წარმოიქმნება თქვენი საკრედიტო ბარათის, სადებეტო ბარათის ან სხვა გადახდის მეთოდის გამოყენებისას ვებ-გვერდზე ტვირთის განთავსება/გადაზიდვასთან დაკავშირებით.
თქვენ ასევე თანახმა ხართ გადაიხადოთ ნებისმიერი მოქმედი გადასახადი ,ასეთის არსებობის შემთხვევაში , ნებისმიერ ტვირთის განთავსება/გადაზიდვასთან დაკავშირებით.
პლატფორმის ან/და სერვისების გამოყენებით განხორციელებული ყველა გადახდა ხდება , დამკვეთსა და გადამზიდს შორის,ამ მიზეზით, იმ შემთხვევაში თუ თქვენ მოითხოვთ თანხის დაბრუნებას გადაზიდვასთან დაკავშირებით ან გაქვთ რაიმე შეკითხვა თქვენს მიერ გადაზიდულ ტვირთთან დაკავშირებით, თქვენ პირდაპირ უნდა დაუკავშირდეთ შესაბამის დამკვეთს.
დამკვეთის ვალდებულება
მომხმარებელი რომელიც პლატფორმაზე განათავსებს ტვირთს გადასაზიდად , როგორც დამკვეთი,პასუხისმგებელია მის მიერ განთავსებული ტვირთის უფლებრივ და ფაქტობრივ მდგომარეობაზე და ტვირთის შესახებ განთავსებული ინფორმაციის სისწორესა და სისრულეზე. დამკვეთი ასევე სრულად არის პასუხისმგებელი გადამზიდს სრულად აუნაზღაუროს ტვირთის გადაზიდვისთვის ,მის მიერ მითითებული თანხა.
დამკვეთი ვალდებულია გადამზიდს მიაწოდოს ტვირთი იმ პირობებით და მდგომარეობით, როგორც განათავსა პლატფორმაზე.იმ შემთხვევაში თუ ტვირთი ფაქტობრივად არ შეესაბამება პლატფორმაზე განთავსებულ აღწერაში მითითებულ მონაცემებს/მდგომარეობას , ამ ტვირთის გადაზიდვა შეუძლებელია დამკვეთის ბრალეულობით(არ ემთხვევა ტვირთის პარამეტრები ,ტვირთი განადგურდა ან დაიკარგა და სხვა).
გადამზიდი უფლებამოსილია
მოითხოვოს დამკვეთის ბრალეულობით გაუქმებული შეკვეთის გამო გაწეული ხარჯის ანაზღაურება(ასეთის არსებობის შემთხვევაში ) მხოლოდ დამკვეთის მიმართ.
გადახდა
მომხმარებლებს შეუძლიათ პაკეტების საფასურის გადახდა რამდენიმე ბრენდის სადებეტო და საკრედიტო ბარათებით.
თუ თქვენ იყენებთ სადებეტო ან საკრედიტო ბარათს თქვენ უნდა შეიყვანოთ ბარათზე განთავსებული სახელი და გვარი ,ნომერი, ვადის გასვლის თარიღი და უსაფრთხოების კოდი.
Geoship-ს შეუძლია შეცვალოს, დაარედაქტიროს ან რესტრუქტურიზაცია მოახდინოს გადახდის პროცედურა თავისი მომსახურებისთვის, მიზანშეწონილად მიჩნევის შემთხვევაში .
პლატფორმა იყენებს PCI-ს შესაბამისი გადახდის სერვისის პროვაიდერებს .პლატფორმაზე სადებეტო ან საკრედიტო ბარათით გადახდა უსაფრთხოა და დამოწმებულია ბარათის გამცემის მიერ.
ყველა გადახდა ხდება დაშიფრული ინტერნეტ კავშირის საშუალებით.geoship არ ინახავს სადებეტო ან საკრედიტო ბარათის ინფორმაციას. ასეთ ინფორმაციას ამუშავებენ გადახდის სერვისის პროვაიდერები . თუმცა, ასეთი ინფორმაცია შეიძლება იყოს შენახული გადახდის სერვისის პროვაიდერების მიერ.ამ პირობების მიღებით,თქვენ ეთანხმებით ზემოთ ჩამოთვლილ გადახდის მეთოდს და აცნობიერებთ , რომ geoship-ი არ არის პასუხისმგებელი თქვენს წინაშე ზემოთ აღნიშნულთან დაკავშირებით .
Geoship-ი არ იღებს პასუხისმგებლობას მომხმარებლის ბარათის ქურდობისგან/თაღლითობისგან პრევენციაზე.
იქიდან გამომდინარე, რომ geoship-ს არ შეუძლია რეგისტრირებული მომხმარებლების იდენტურობის გარანტირება, თქვენ ვალდებული ხართ შეატყობინოთ geoship-ს , თუ გაგაჩნიათ იმის მტკიცებულება,რომ თქვენს ანგარიშთან დაკავშირებული ბარათი მოპარულია ან/და მისი გამოყენება თაღლითურად ხორციელდება მესამე პირის მიერ. ამიტომ, რამდენადაც geoship-ი და მისი სერვის პროვაიდერები ახორციელებენ მომხმარებელთა დაცვას შესაბამისი უსაფრთხოების ზომების გამოყენებით, თუ თქვენ არ შეგვატყობინებთ დაკარგული ბარათის შესახებ , geoship-ი არ იქნება პასუხისმგებელი თქვენს საბანკო ანგარიშზე განხორციელებულ ნებისმიერ თაღლითურ ქმედებაზე.
Geoship-ი ურჩევს მომხმარებლებს შეატყობინონ პოლიციას ქურდობის, ძარცვის ან მათი საკრედიტო ბარათის სავარაუდო არამიზნობრივი გამოყენების შესახებ.
მომხმარებელი ვალდებულია ყოველთვის უსაფრთხოდ შეინახოს მისი პირადი ანგარიშის წვდომის კოდები და არასდროს გაუმჟღავნოს ისინი მესამე პირებს.
მომხმარებელი კისრულობს სრულ პასუხისმგებლობას მისი ანგარიშით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე.
საჭიროების შემთხვევაში Geoship-ი იღებს პასუხიმგებლობას, მხარი დაუჭიროს მომხმარებელს და ითანამშრომლოს ხელისუფლების კომპეტენტურ ორგანოებთან არასწორად ჩამოჭრილ თანხასთან დაკავშირებული მტკიცებულებების გაზიარების კუთხით.
თაღლითობის დაფიქსირების შემთხვევაში, geoship-ი იტოვებს უფლებას , განახორციელოს შესაბამისი ქმედება ,თუ პლატფორმის გამიზნულ არამიზნობრივ გამოყენებას გავლენა ჰქონდა მასზე.
საჩივრის უფლება
გადამზიდმა გადასაზიდი ტვირთის ნაკლის შესახებ უნდა მიმართოს დამკვეთს .geoship-ი არ წარმოადგენს საჩივრის განმხილველ ორგანოს და ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას გადამზიდსა და დამკვეთს შორის არსებული სამართლებლივი ურთიერთობის შესახებ.
ქცევის სახელმძღვანელო პრინციპები
თქვენ ხართ პასუხისმგებელი თქვენს ქცევაზე ჩვენს სერვისებზე წვდომის ან გამოყენებისას და თქვენ ვალდებული ხართ არ:
- დაარღვიოთ მოქმედი კანონი, ხელშეკრულება, ინტელექტუალური საკუთრება ან მესამე მხარის სხვა უფლება;
- ჩაერთოთ ნებისმიერ შეურაცხმყოფელ, უპატივცემულო, დისკრიმინაციულ, მუქარის, დაშინების, ძალადობრივი, მტაცებლური ან თვალთვალის ქცევაში;
- გამოიყენოთ ან სცადოთ გამოიყენოთ სხვა მომხმარებლის ანგარიში ამ მომხმარებლისა და geoship-ის ავტორიზაციის გარეშე;
- გამოიყენოთ ჩვენი სერვისები ნებისმიერი სახით, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს, გასპამოს, უარყოფითად იმოქმედოს ან შეაფერხოს სხვა მომხმარებლებზე ჩვენი სერვისის სრულად მიწოდება;
- დაარღვიოთ ნებისმიერი დამატებითი წესი ან შეზღუდვა, რომელიც განთავსებულია ნებისმიერ სერვისში, რომელიც ეხება თქვენს ქცევას ამ სერვისებში;
- შექმნათ ან გამოიყენოთ ნებისმიერი აპლიკაცია, რომელიც ურთიერთქმედებს ჩვენს სერვისებთან ჩვენი წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე;
- ჩაერთოთ ან წაახალისოთ ნებისმიერი აქტივობა, რომელიც დაკავშირებულია მოტყუებასთან, ჰაკერებთან, თაღლითობასთან, სერვისების შეცვლასთან ან მანიპულირებასთან, სერვისების ფარგლებში უსამართლო უპირატესობის მოპოვებასთან, ან სერვისების სხვაგვარად გამოყენებასთან;
- დაამუშაოთ სხვა მომხმარებელთა ინფორმაცია, რომელიც არ არის დაკავშირებული გადაზიდვასთან
- გამოიყენოთ ჩვენი სერვისები ნებისმიერი უკანონო ან არაავტორიზებული მიზნით, ან ჩაერთოთ ან წაახალისოთ ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც არღვევს წინამდებარე პირობებს.
ინფორმაცია თუ შეტყობინება, რომელსაც მომხმარებელი წარადგენს პლატფორმის მეშვეობით, არ შეიძლება:
- მოიცავდეს ცილისმწამებელ, უცენზურო ან შეურაცხმყოფელ მასალას;
- ხელი შეუწყოს ძალადობას ან დისკრიმინაციას;
- დაარღვიოს სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის ინტელექტუალური საკუთრების უფლებები;
- დაარღვიოს მესამე მხარის წინაშე დაკისრებული ნებისმიერი კანონიერი მოვალეობის (როგორიცაა ნდობის ვალდებულება);
- ხელი შეუწყოს უკანონო საქმიანობას ან შეიჭრას სხვის კონფიდენციალურობაში;
- შექმნას შთაბეჭდილება, რომ დაწერილია ჩვენს მიერ; ან გამოიყენოს სხვა პიროვნების განსახიერებისთვის ან სხვა ადამიანთან აფილიაციის არასწორად წარმოსაჩენად;
- იყოს მცდარი, არაზუსტი, არასრული და არ უნდა შეჰყავდეს შეცდომაში მომხმარებელი;
- ემსახურებოდეს თაღლითობას, ტყუილს, ან ნდობით ბოროტად სარგებლობას;
- ეხებოდეს მესამე პირის მატერიალურ და არამატერიალურ საკუთრებას სათანადო ნებართვის გარეშე, არ უნდა არღვევდეს მესამე პირის პირად უფლებებს;
- შეიცავდეს ინფორმაციას, რომელიც შელახავს მესამე პირის ღირსებას ან საქმიან რეპუტაციას;
- შეიცავდეს რელიგიური, ეთნიკური, თუ სხვა სახის უმცირესობათა ან ნებისმიერი სხვა ფრომით, მათ შორის არაპირდაპირ დისკრიმინაციას;
- შეიცავდეს მუქარას ვინმეს მიმართ;
- მოუწოდებდეს ვინმეს დანაშაულებრივი ქმედებისაკენ;
- უწევდეს მხარდაჭერას, ან პროვოცირებდეს ტერორისტულ და ექსტრემისტულ ქმედებებს;
- შეიცავდეს პორნოგრაფიულ შინაარსს;
- შეიცავდეს სარეკლამო ინფორმაციას განცხადების ობიექტისგან განსხვავებული ქონების, ნივთისა თუ მომსახურების, ან კომპანიის შესახებ;
- არღვევდეს რაიმე სხვა გზით საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვაქვს ვალდებულება, მოვახდინოთ კონტენტის ეკრანიზაცია, რედაქტირება ან მონიტორინგი, ჩვენ შეგვიძლია წავშალოთ ან დავარედაქტიროთ კონტენტი ნებისმიერ დროს.
პასუხისმგებლობის შეზღუდვა
Geoship-ი არ არის დამკვეთსა და გადამზიდს შორის არსებული შეთანხმების თანამონაწილე და არ არის პასუხისმგებელი არც ერთი მათგანის ქმედებაზე. ყველა მოლაპარაკება დგება უშუალოდ დამკვეთსა და გადამზიდს შორის.
Geoship-ი არ აგებს პასუხს პლატფორმაზე განთავსებული ინფორმაციის სიზუსტეზე.
Geoship-ი არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ბიდერის ან გამყიდველის შესახებ მოცემული მონაცემები დაემთხვევა მის რეალურ მონაცემებს.
Geoship-ი არ აგებს პასუხს პლატფორმაზე განთავსებული ინფორმაციის დაკარგვაზე ან დაზიანებაზე, ასევე შეტყობინების დაკარგვაზე.
Geoship-ი არ იძლევა გარანტიას პლატფორმის მუდმივ და შეუფერხებელ მუშაობაზე.
Geoship-ი არ არის პასუხისმგებელი ზარალზე, რომელიც წარმოიქმნება (i) იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებზეც პასუხისმგებლობა ეკისრება დამკვეთს (ii) მესამე მხარის შეცდომებზე ან განუსაზღვრელი შეფერხებების მიერ პლატფორმის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით, (iii) საიტების კონტენტზე, რომლებსაც პლატფორმა უკავშირდება, მათ შორის დაკავშირებული საიტების სიზუსტესა და მონაცემთა დაცვის პოლიტიკაზე.
ფორს-მაჟორი
მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან არსებული ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არასათანადო შესრულებისთვის იმ შემთხვევაში, თუ სათანადო შესრულება აღმოჩნდა შეუძლებელი გადაულახავი ძალის გამო, ანუ საგანგებო და გადაულახავი გარემოებების გამო. ასეთ გარემოებებს არ მიეკუთვნება მხარეთა კონტრაჰენტების მიერ მოვალეობების დარღვევა, ბაზარზე საქონელზე მოთხოვნილების არარსებობა, საჭირო ფულადი სახსრების არარსებობა მხარეებში და სხვა.
თუ დამდგარი გარემოება გრძელდება 3 (სამ) კალენდარულ დღეზე მეტი, მხარეები ატარებენ დამატებით მოლაპარაკებებს არსებული ხელშეკრულების შესრულების მისაღები ალტერნატიული მეთოდების შესათანხმებლად ან იღებენ გადაწყვეტილებას არსებული ხელშეკრულების დროზე ადრე შესაწყვეტად. .
მოქმედი სამართალი
ყველა დავა და უთანხმოება, რომელიც შეიძლება წარმოიშვას გადაწყდება მხარეთა მიერ შეთანხმების გზით, ხოლო მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხევაში დავა გადაწყდება სასამართლო წესით, საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ.
წინამდებარე ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ურთიერთობები რეგულირდება ქართული სამართლით. .
პლატფორმის ფუნქციონირების შეცვლა/შეწყვეტა
Geoship-ს შეუძლია ნებისმიერ დროს, ნებისმიერი მიზეზის გამო და შეტყობინების ან პასუხისმგებლობის გარეშე: შეცვალოს, შეაჩეროს ან შეწყვიტოს ფუნქციონირება ან წვდომა პლატფორმაზე, ან მის ნებისმიერ ნაწილზე.
ბოლო განახლება თარიღი : 15.06.2024